კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი სასწავლებლის ვებ-გვერდზე. ვფიქრობ,
იგი დაგეხმარებათ სკოლის კარგად გაცნობაში. ჩვენი მიზანია მოსწავლეების
მომზადება XXI-ე საუკუნის გამოწვევებისათვის, მათში ეროვნული ღირებულებების
შენარჩუნება, თავისუფალ პიროვნებებად აღზრდა და წარმატებულ მოქალაქეებად
ჩამოყალიბება. თანამედროვე სასწავლო პროგრამები, უსაფრთხო და სასწავლო
გარემო, მოსწავლეთა მაღალი შედეგების მოლოდინი, მაღალკვალიფიციური
პედაგოგები, მრავალფეროვანი ღონისძიებები და კიდევ ბევრი სხვა __ მცირე
ჩამონათვალია, რის გამოც შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ სკოლა-გიმნაზიაზე.
სასწავლებლის დირექტორი ბესიკ ნიპარიშვილი
2011 წლის 12 აგვისტოს განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა ავტორიზაციის საბჭოს
სხდომა, სადაც ჩვენს სასწავლებელს მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსი.
2011
წლის 20 სექტემბერს განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა ავტორიზაციის საბჭოს
სხდომა, სადაც გიმნაზიას მიეცა უფლება ასწავლოს 300 მოსწავლეს.